სტიპენდიანტთა საერთო რეიტინგი
თსუ იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის იმ სტუდენტთა საერთო რეიტინგი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს პროგრამაში – ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“.
სია არ არის საბოლოო და სტუდენტების მომართვის საფუძველზე (ხელახალი განხილვის შემთხვევაში) შესაძლოა შეიცვალოს!
1. თსუ რექტორის 23.05.2016 წლის N 77/01-02 ბრძანების საფუძველზე სტიპენდიით დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობა განისაზღვრა 109 სტუდენტით ( მიღებულია 204 განაცხადი).
2. იმ შემთხვევაში, თუ დასაფინანსებელთა სიაში ბოლო პოზიციაზე გამოიკვეთა ერთნაირი მონაცემების მქონე ორი ან მეტი კანდიდატი, შერჩევის პროცესში უპირატესობა ენიჭება იმ კანდიდატს, რომელსაც აქვს უფრო მაღალი GPA .
ამა წლის 27 მაისს 10 საათიდან 13 საათამდე დაინტერესებულ პირებს შეხვდება შესარჩევი კომისიის წარმომადგენელი , რომელიც განიხილავს კონკრეტულ კანდიდატთა პრეტენზიებს .
იმ შემთხვევაში, თუ კომისიის მიერ არ იქნა პრეტენზია მიღებული, საკითხს განიხილავს იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე ბატონი მორის შალიკაშვილი.
( მის : თბილისი , ი . ჭავჭავაძის გამზ . 3, 0179, თსუ , II კორპუსი , იურიდიული ფაკულტეტი , ოთახი N127)
გისურვებთ
წარმატებებს
!
« იხ. ყველა სიახლე