2015-05-21
დიასპორის ფორუმი თემაზე: "გაუზიარე გამოცდილება სამშობლოს"!
2015 წლის, 27 მაისს, 08:30 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს დიასპორის ფორუმს, რომელიც ამავდროულად პროფესიულიცაა და მისი სახელწოდებაა
"გაუზიარე გამოცდილება სამშობლოს".
გახსნას დაესწრება საქართველოს პრემიერ–მინისტრი ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბატონი დავით უსუფაშვილი და მთავრობის სხვა წევრები.
ღონისძიების ფარგლებში ხელი მოეწერება თანამშრომლობის მემროანდუმს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და დიასპორის სამინისტროს შორის.
ამავე დღეს გაიხსნება პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზიც (214–ე აუდიტორია), შუადღიდან კი 7 პანელად განაწილდება ფორუმი და თემტურ ჯგუფებში გაგრძელდება მუშაობა.
სამუშაო ჯგუფები შემდეგნაირად გადანაწილდება:
–დიასპორელი ჰუმანიტარები;
–დიასპორული ორგანიზაციები საზღვარგარეთ;
–დიასპორელი ექიმები;
–ისტორიული დიასპორა;
–საემიგრაციო ეკონომიკა და ინვესტიციები;
–დიასპორელი სოციალურ–პოლიტიკური მეცნიერები;
–დიასპორელი მედია.
რეგისტრაციისათვის მიყევით შემდეგ ბმულს!
« იხ. ყველა სიახლე