2013-08-27

იურიდიული ფაკულტეტის პირველსემესტრელ სტუდენტთა საყურადღებოდ


იურიდიული ფაკულტეტის რესურსცენტრში პირველკურსელთა რეგისტრაცია იწარმოებს მიმდინარე წლის  4 სექტემბრიდან  9 სექტემბრის  ჩათვლით ( 10 საათიდან 18 საათამდე).


პირველსემესტრელთა მიერ ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლა :

პირველი სემესტრის სტუდენტმა სწავლის სემესტრული საფასური უნდა გადაიხადოს სრულად ( ბრძ .№02/01-01, 24.01.2012 ), ადმინისტრაციული რეგისტრაციისათვის დადგენილ ვადებში (4 - 9 სექტემბერი ). პირველკურსელთა მიერ სწავლის სემესტრული საფასურის გადაუხდელობა სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველია .

2013– 2014
სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის რეგისტრაციის ვადები ;
ადმინისტრაციული რეგისტრაცია ( სწავლის საფასურის გადახდა ) და ხელშეკრულების გაფორმება - 4 - 9 სექტემბერი ;  
აკადემიური რეგისტრაცია ( სასწავლო კურსების არჩევა ) - 11 - 16 სექტემბერი ;

პირადი საქმის გახსნისთვის წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა :

) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი ;
) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის / პასპორტის ასლი  ( დედნის წარმოდგენით (სასურველია 2 ეგზემპლარი) ;  

) ფოტოსურათის (3x4) ელექტრონული ვერსია CD- ზე ;
) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი  ( ვაჟებისათვის, სასურველია 2 ეგზემპლარი) ;  

) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი  ( ასეთის არსებობის შემთხვევაში ).


პირველსემესტრელ სტუდენტთა რეგისტრაცია ხორციელდება   იურიდიულ ფაკულტეტზე, მის .: თბილისი , . ჭავჭავაძის გამზ . № 3, თსუ , II აკადემიური კორპუსი , რესურსცენტრი ; ტელეფონი : 2 2 9 08 41 .  

სტუდენტებთან კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით შეიქმნა   facebook-   ის ღია ჯგუფი ,, იურიდიული ფაკულტეტი   2013–2014   სასწავლო წლის შემოდგომის აკადემიური რეგისტრაცია “. იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაცია რეგულარულად მოგაწოდებთ ინფორმაციას აკადემიურ რეგისტრაციებთან   დაკავშირებით ოფიციალური ვებ . გვერდის მეშვეობით , თუმცა ამასთან ერთად , თქვენ შეგეძლებათ მიიღოთ პასუხები თქვენთვის საინტერესო შეკითხვებზე   და გაცვალოთ ინფორმაცია   facebook-   ის ჯგუფშიც



სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია შემდეგი ბანკების ნებისმიერ ფილიალებში :

  • ბანკი რესპუბლიკა
  • ლიბერთი ბანკი
  • თი ბი სი ბანკი
Print

« იხ. ყველა სიახლე