2016-10-18

ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტის რიგით მე-9 ფორუმი თემაზე: "მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლება: წარმატებული მოდელები და საქართველოს გამოწვევები"


მოგესალმებით და გიწვევთ,

ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტის რიგით მე-9 ფორუმზე!!!

  2016 წლის 19 ოქტომბერს თსუ-ს პირველ კორპუსში, აუდ. 006, 15:30 საათზე
თემაზე:
მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლება:
წარმატებული მოდელები და საქართველოს გამოწვევები


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტი რეგულარულად ატარებს ფორუმებს საჯარო დისკუსიის სახით სახელმწიფო მმართველობის აქტუალურ საკითხებზე. ფორუმის მიზანია, შედგეს დიალოგი მეცნიერებსა და პრაქტიკოსებს შორის მოცემული თემის საჭირბოროტო საკითხების ირგვლივ, რის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება მოიძებნოს არსებული პრობლემების საუკეთესო გადაწყვეტილების გზები და დაისახოს სამომავლო პერსპექტივები.
 
დანართის სახით იხილეთ დღის წესრიგი!
გთხოვთ, გვეწვიოთ!
Print

« იხ. ყველა სიახლე