დამამთავრებელი სემესტრის მაგისტრანტთა საყურადღებოდ
გაცნობებთ, სამაგისტრო ნაშრომთა ჩაბარება იწარმოებს თსუ-ის II აკადემიური კორპუსის 126-ე ოთახში, 20 იანვრიდან 22 იანვრის ჩათვლით.
გთხოვთ, წარმოადგინეთ ID ბარათის ან პასპორტის ასლი, სამაგისტრო ნაშრომი ამობეჭდილი და აკინძული, ასევე ელექტრონული ვერსია (CD დისკზე ჩაწერილი), ტექსტი ნაშრომის ორიგინალობაზე და სამაგისტრო ნაშრობის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი ( ფორმა ).
ასევე, ნაშრომთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს ხელმძღვანელის დასაბუთებული შუამდგომლობა სამაგისტრო ნაშრომის საჯარო დაცვაზე დაშვების თაობაზე.
გთხოვთ, გაეცანით სამაგისტრო ნაშრომისადმი მოქმედი აკადემიური წერის სტანდარტს და სამაგისტრო გამოცდისადმი მოქმედ წესებს
« იხ. ყველა სიახლე