2015-09-25

საჯარო ლექცია თემაზე „პენიტენციურ სისტემაში ბავშვთა პერსონალური მონაცემების დაცვა“

ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია ( ELSA)   თბილისი, ა/ო „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის“, საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატთან და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს სთავაზობს საჯარო ლექციას თემაზე „ პენიტენციურ სისტემაში ბავშვთა პერსონალური მონაცემების დაცვ ა“.

აღნიშნული საჯარო ლექცია მიზნად ისახავს დაინტერესებულ პირთათვის ინფორმაციის მიწოდებასა და შემდგომი კვლევებისათვის საფუძვლის ჩაყრას.


საჯარო ლექციის ფარგლებში განხილული იქნება:


·             პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობა სამართალდამცავ ორგანოებში

·             პენიტენციურ სისტემაში ბავშვთა პერსონალური მონაცემების დაცვა

 

საჯარო ლექციას გაუძღვება ტატო ქელბაქიანი (ა/ო „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის“) და ოთარ ჩახუნაშვილი (პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი).

საჯარო ლექცია გაიმართება 29 სექტემბერს, 18 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ აკადემიურ კორპუსში, ჯავახიშვილის სახელობის (107-ე) აუდიტორიაში.


დასწრება თავისუფალია!


გთხოვთ, მონაწილეთა რაოდენობის გათვალისწინების მიზნით, შეავსოთ აპლიკაცია:

https://docs.google.com/forms/d/1BWCg_Wx2q65Ub-Gcqcpj6iO7zPOyfZdIcRs10DU6GzY/viewform?c=0&w=1  

დამატებითი   ინფორმაციისათვის   დაგვიკავშირდით :

ნინი   ძიგუაშვილი

ელსა   თბილისის   ვიცე - პრეზიდენტი

სემინარებისა   და   კონფერენციების   მიმართულებით

598 120 373
dziguashvilinini@gmail.com
 
გისურვებთ წარმატებებს ელსასთან ერთად!

 

Print

« იხ. ყველა სიახლე