დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება
ეძლევა სტუდენტს, რომელსაც შუალედური შეფასებისა და დასკვნითი გამოცდის
მაქსიმალური ქულის გათვალისწინებით უგროვდება არანაკლებ
51 ქულისა.
სტუდენტის გამოცდაზე ჩაჭრის საფუძველია:
ა) დანიშნულ გამოცდაზე გამოუცხადებლობა არასაპატიო მიზეზით ან გამოცხადება და გამოცდის მსვლელობისას აუდიტორიის დატოვება;
ბ) შეფასების მიღება გამომცდელზე
მუქარით, ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ზემოქმედებით, მოტყუებით, თაღლითობით და
სხვა დაუშვებელი ხერხების გამოყენებით;
გ) გამოცდაზე სხვისი ნაშრომის ან დაუშვებელი ჩანაწერების (ე.წ. “შპარგალკა”) გამოყენება;
დ) აუდიტორიიდან გაძევება გამოცდის ჩაშლის მცდელობის, ან საგამოცდო განაწესის დარღვევის გამო;
ე) გამოცდაზე შეფასების ამ კომპონენტისათვის დადგენილ ქულათა
50%-ზე ნაკლების მიღება;
დანიშნული გამოცდის საპატიო მიზეზით
გადავადება ან გამოცდაზე უარის თქმა შესაძლებელია სტუდენტის წერილობითი
განცხადების საფუძველზე, მოთხოვნის საპატიო მიზეზის მითითითებითა და
დასაბუთებით;
გამოცდის განმეორებით ჩაბარების პირობებია:
ა) შესაბამისი ფაკულტეტის
დეკანის/საგამოცდო ცენტრის გადაწყვეტილება სტუდენტის გამოცდაზე
განმეორებით დაშვების შესახებ, დადგენილი წესის თანახმად;
ბ) საბაკალავრო ან სამაგისტრო
ნაშრომის არადამაკმაყოფილებლად შეფასების შემთხვევაში, მისი განმეორებით
დაცვაზე წარმოდგენა იმავე სემესტრში დაუშვებელია;
გ)
41-დან 50
ქულამდე სემესტრული შეფასების პირობებში სტუდენტს კიდევ ერთხელ ეძლევა
დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება კურსის განმეორებით მოსმენის გარეშე;
დ) სემესტრულ დასკვნით გამოცდაზე ჩაჭრილ სტუდენტს, რომლის შეფასებათა ჯამი
41 ქულაზე არანაკლებია, კიდევ ერთხელ ეძლევა საბოლოო გამოცდაზე გასვლის უფლება კურსის განმეორებით მოსმენის გარეშე;
ე) თუ მიღებულ ქულათა ჯამი
41 ქულაზე ნაკლებია, სტუდენტი ვალდებულია განმეორებით მოისმინოს სასწავლო კურსი;
ვ) სტუდენტი გამოცდაზე განმეორებით
დაიშვება მიმდინარე სემესტრის სასესიო პერიოდში, შესაბამისი
ფაკულტეტის მიერ დამატებითი გამოცდისათვის დადგენილ ვადებში;
ზ) ძირითად და დამატებით გამოცდებზე
გამოუცხადებლობის ან არადამაკმაყოფილებელი შეფასების მიღების
შემთხვევაში სტუდენტისათვის განმეორებითი გამოცდის ინდივიდუალური წესით
დანიშვნა დაუშვებელია.
თ) სტუდენტს დამატებით გამოცდაზე
გასვლის უფლება აქვს იმავე სემესტრში. დასკვნით და დამატებით გამოცდებს
შორის შუალედი უნდა იყოს არანაკლებ
10 დღისა.