დისტანციური სწავლების რესურსების გამოყენება შესაძლებელია კომბინირებულად, ტრადიციული ფორმით ორგანიზებულ სწავლებასთან ერთად. ახალი ინტერაქტიული ტექნოლოგიების საშუალებით სტუდენტებს შეეძლებათ უფრო აქტიური მონაწილეობის მიღება სასწავლო პროცესში, ასევე შეექმნებათ შესაძლებლობა მიიღონ გაცილებით მეტი ინფორმაცია და აიმაღლონ ცოდნა.