სტუდენტთა სემესტრული რეგისტრაცია ხორციელდება ორ ეტაპად:

ადმინისტრაციული – ბანკში სწავლის საფასურის გადახდით

აკადემიური (საგნობრივი ) – "სასწავლო პროცესის მართვის სისტემის" საშუალებით

 

სტუდენტს  უფლება  აქვს  სასწავლო პროცესის დაწყებიდან არაუმეტეს     2 კვირის ვადაში მოითხოვოს ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუქმება. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ იგი კარგავს გადახდილი თანხის დაბრუნების, ან მისი მომდევნო სემესტრებში გამოყენების მოთხოვნის უფლებას; 
სტუდენტის მიერ ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლა ნიშნავს მის მზაობას მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში, შესაბამის სემესტრულ – შუალედურ და დასკვნით გამოცდებში. აკადემიური რეგისტრაციის გაუქმების ან არჩეული საგნის შეცვლის მოთხოვნა დასაშვებია სასწავლო პროცესის დაწყებიდან 2 კვირის ვადაში, რის შემდეგაც დაუშვებელია მომსახურების მიუღებლობის მოტივით გადახდილი თანხის დაბრუნების ან მისი მომდევნო სემესტრებში გადატანის მოთხოვნა; 
ადმინისტრაციული რეგისტრაციისთვის დადგენილ ვადებში გავლის გარეშე სტუდენტის სასწავლო პროცესში თვითნებური მონაწილეობა არ წარმოშობს მის უფლებას მოითხოვოს ადმინისტრაციული რეგისტრაციის დამატებით გავლა და მიღებული მომსახურების (შუალედური შეფასებების) აღიარება;