2018-03-20
მიღება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ახალ ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამაზე
მიღება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ახალ ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამაზემედიცინის ფაკულტეტის აცხადებს მიღებას ახალ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამაზე, რომელსაც აკრედიტაცია მიენიჭა საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს 2018 წლის 26 იანვრის №5 სხდომის გადაწყვეტილებით.
პროგრამა შემუშავებულია ნორვეგიის განათლების სფეროში საერთაშორისო კოოპერაციის ცენტრის (SIU) მიერ დაფინანსებული პროექტის CPEA-2015/10057 ,,საქართველო-ნორვეგიის თანამშრომლობა საზოგადოებრივ ჯანდაცვაში’’ ფარგლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის (თსუ), ნორვეგიის არქტიკული უნივერსიტეტის/ტრომსოს უნივერსიტეტის (ნორვეგია) და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის თანამშრომლობით.
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი (MPH)
საკონტაქტო ინფორმაცია: nino.chikhladze@tsu.ge
« იხ. ყველა სიახლე