2010-08-19
დოქტორანტურაში ჩაბარების მსურველთა საყურადღებოდ
2010–2011
სასწავლო წლის
შემოდგომის სემესტრში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის დოქტორანტურაში მისაღები კონკურსის მნიშვნელოვანი თარიღები
ვადები:
საბუთების მიმღები კომისიის მისამართი:
(შენიშვნა: კონკურსანტს წარმოდგენილი საბუთები კონკურსის დამთავრების შემდეგ უკან აღარ უბრუნდება).
- დოქტორანტურაში სწავლის მსურველთა საბუთების მიღება – 30 აგვისტო – 10 სექტემბერი
-
საკონკურსო გამოცდა უცხო ენაში
(ინგლისური ენა, ფრანგული ენა, გერმანული ენა) –
16 სექტემბერი
სააპელაციო განცხადებების მიღება – 17–20 სექტემბერი, თსუ–ს კანცელარიაში (მეორე კორპუსი) - აპელაცია – 21 სექტემბერი
- კომისიასთან გასაუბრება შედგება – 22-27 სექტემბერი.
საბუთების მიმღები კომისიის მისამართი:
- მედიცინის ფაკულტეტი – ი. ჭავჭავაძის გამზ. № 5, თსუ სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრის /ყოფილი “ლეჩკომბინატის”/ ტერიტორია, შესასვლელი ეზოდან.
- განცხადება თსუ რექტორის სახელზე;
- განმცხადებლის ავტობიოგრაფია (CV);
- მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის დამოწმებული ასლი;
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა-დასაბუთება;
- სავარაუდო ხელმძღვანელის დასაბუთებული შუამდგომლობა;
- უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატის დამოწმებული ასლი;
- ქართული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატის დამოწმებული ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში, თუ მისთვის ქართული არ არის მშობლიური ენა და სწავლის გაგრძელება სურს ქართულენოვან სადოქტორო პროგრამაზე;
- ახსნა-განმარტება იმის თაობაზე, რომ განმცხადებელი არ ირიცხება სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურაში (ან უარი არ ეთქვა სხვა უმაღლეს სასწავლებე;ლში დოქტორანტურაში მიღებასა და/ან მის მიერ შერჩეული თემის დამუშავებაზე).
(შენიშვნა: კონკურსანტს წარმოდგენილი საბუთები კონკურსის დამთავრების შემდეგ უკან აღარ უბრუნდება).
« იხ. ყველა სიახლე