2019-09-22

უცხოენოვან გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მსურველი სტუდენტების საყურადღებოდ!

ეხებათ მხოლოდ მე-5 კურის პირველი სემესტრის სტუდენტებს!  

თსუ მედიცინის ფაკულტეტის აცხადებს კონკურსს 3 ადგილზე ერაზმუსის პროექტის ფარგლებში  ჩუკუროვას უნივერსიტეტის (თურქეთის რესპუბლიკა) საუნივერსიტეტო საავადმყოფოში  სტაჟირების გავლასთან დაკავშირებით (2019/2020 სასწავლო  წლის გაზაფხულის სემესტრში). 

ინგლისური ენის მოქმედი საერთაშორისო სერტიფიკატების არქონის შემთხვევაში (აღებული უკანასკნელი 2 წლის მანძილზე, B2 დონე),  სტუდენტები უნდა დარეგისტრირდნენ ინგლისური ენის ინსტიტუციურ სავალდებულო ტესტირებაზე ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში mobility.tsu.ge. 

ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება 2019 წლის 3 სექტემბრიდან 26 სექტემბრის 18 საათის ჩათვლით.

ტესტირება გაიმართება 2019 წლის 1 ოქტომბერს 10:00-ზე საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაში (უნივერსიტეტის ქ. №11). 

Print

« იხ. ყველა სიახლე