2013-07-25
აკადემიური საბჭოს არჩევნები მედიცინის ფაკულტეტზე
2013 წლის 25 ივლისს ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე აკადემიური საბჭოს არჩევნები გაიმართა. არჩევნებში გაიმარჯვა პროფესორმა გიორგი გალდავამ .არჩევნებში დარეგისტრირებული იყო ორი კანდიდატი მერაბ კილაძე და გიორგი გალდავა. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 82–მა ამომრჩეველმა. მიღებული ხმების რაოდენობა შემდეგნაირად გადანაწილდა : მერაბ კილაძე – 34 ხმა, გიორგი გალდავა – 47 ხმა. ბათილად ცნეს 1 ბიულეტენი.
შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია 26 ივლისის 18:00 საათამდე, მედიცინის ფაკულტეტის აკადემიური საბჭოს არჩევნების საარჩევნო კომისიაში (ქ. თბილისი, მ. ჭიაურელის ქუჩა N2, მე–3 სართული, ოთახი N33).
« იხ. ყველა სიახლე