შიდასაფაკულტეტო სამეცნიერო გრანტების კონკურსი კლინიკური და ტრანსლაციური მედიცინისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ეპიდემიოლოგიის მიმართულებით
თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ერთობლივ ბრძანებით (№:22/04 – 2014-12-30) „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწმიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტებზე მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროგრამების განხორციელების ხელშეწყობის შესახებ“ განსაზღვრული წესების შესაბამისად,
თსუ მედიცინის ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭო ადგენს:
1. გამოცხადდეს თსუ მედიცინის ფაკულტეტზე შიდასაფაკულტეტო სამეცნიერო გრანტების კონკურსი კლინიკური და ტრანსლაციური მედიცინისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ეპიდემიოლოგიის მიმართულებით;
2. დამტკიცდეს სამეცნიერო გრანტების კონკურსის ჩატარების წესი (დანართი #1);
3. დამტკიცდეს სამეცნიერო გრანტების კონკურსში პროექტის წარმდგენი პირების ერთობლივი განცხადების ფორმა (დანართი #2);
4. დამტკიცდეს სამეცნიერო გრანტების კონკურსში წარსადგენი საპროექტო წინადადებების ფორმა (დანართი #3);
5. დამტკიცდეს სამეცნიერო გრანტების კონკურსში წარმოდგენილი საპროექტო წინადადებების შეფასების კრიტერიუმის ფორმა (დანართი #4);
6. დამტკიცდეს სამეცნიერო გრანტების კონკურსში წარმოდგენილი საპროექტო წინადადებების შუალედური და საბოლოო ანგარიშების ფორმები (დანართი N 5 და დანართი N6);
7. კონკურსში პროექტების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2015 წლის 11 მაისი.
8. საკონკურსო პროექტები წარმოდგენილი უნდა იქნეს ფაკულტეტის ადმინისტრაციაში ნინო გვაზავასთან (თსუ მორფოლოგიის ინსტიტუტის კორპუსის მე-3 სართული; მისამართი: ჭიაურელის ქ. #2).
« იხ. ყველა სიახლე