2019-10-03

პოზიტიური ფსიქოლოგიის სადოქტორო პროგრამის კიდევ ერთი წარმატება


რუსთაველის  სახელობის  ეროვნული  სამეცნიერო  ფონდის 201 წლის  დოქტორანტთა  და  ახალგაზრდა  მეცნიერთა  საგრანტო  პროგრამ ის გამარჯვებული პოზიტიური ფსიქოლოგიის სტრუქტურული სადოქტორო პროგრამის კიდევ ერთი დოქტორანტი გახდა. ამჯერად დაფინანსება ნინი აბულაძემ მოიპოვა საგრანტო პროექტით – „ოპტიმალური გამოცდილების და დამოკიდებულების ზღვარზე: აქტივობაში ჩართულობის როლი ონლაინ აზარტული თამაშების მიმართ დამოკიდებულების ფორმირებაში“ (ხლმძღვანელი ხათუნა მარწყვიშვილი, ასოც. პროფესორი).

აღსანიშნავია, რომ პოზიტიური ფსიქოლოგიის მიმდინარე 4 სადოქტორო კვლევა  შრსესფ–ს აღნიშნული პროგრამით ფინანსდება.

 

  • თამარ ქამუშაძე: ხასიათის   სიმტკიცეები:  პიროვნული   აშლილობის გაგების   ნათელი   მხარე (ხელმძღვანელები: ხათუნა მარწყვიშვილი, ასოც. პროფესორი; მაია მესტვირიშვილი, ასოც. პროფესორი). 
  • მარიამ ოდილავაძე: ემიგრაციის   გამოცდილება:  ორაზროვანი   დანაკარგისა   და ფსიქიკური   მედეგობის ურთიერთმიმართება (ხელმძღვანელი ხათუნა მარწყვიშვილი ასოც. პროფესორი; ლილი ხეჩუაშვილი, ასოც.  პროფესორი).
  • ნათია სორდია: შემოქმედებითი პოტენციალიდან მიღწევებამდე: კულტურის და პიროვნების როლი შემოქმედებითობაში (ხლმძღვანელი ხათუნა მარწყვიშვილი, ასოც. პროფესორი).

 

პოზიტიური ფსიქოლოგიის სადოქტორო პროგრამა თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე  2017 წელს დაარსდა. პოზიტიური ფსიქოლოგიაც რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მიერ სტრუქტურირებული სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ფინანსდება.

პროგრამის ფუნქციონირების პერიოდში,  2018 წელს ხელმძღვანელებისა და დოქტორანტების მონაწილეობით   IX  ევროპულ   კონფერენციაზე ორი სიმპოზიუმი გაიმართა: 1.  Post-traumatic Growth as a Positive Legacy of Trauma: The Role of Personality, Family and Religion ; 2.  Affective and Cognitive Aspects of Well-being ; ბუდაპეშტი (უნგრეთი) .  ხოლო 2019 წელს  ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა   საერთაშორისო   ყრილობაზე ( ICPS ) ერთი სამეცნიერო სიმპოზიუმი მოეწყო:  What Helps to Transform Harm into Growth: Personality and Posttraumatic Growth , პარიზი (საფრანგეთი).

2018 წელს დაარსდა  საქართველოს  პოზიტიური  ფსიქოლოგიის  ასოციაცია - GPPA , რომლის ეგიდითაც აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა როგორც ფუნდამენტურ სამეცნიერო, ისე სასწავლო და გამოყენებით კონტექსტში.


მოამზადა დიტო ჩუბინიძემ

სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახური

Print

« იხ. ყველა სიახლე