2017-03-29
საჯარო დისკუსია: აუტიზმი
3 აპრილს, აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, 18:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესამე კორპუსის #201 აუდიტორიაში გაიმართება საჯარო დისკუსია, შეეხება აუტიზმთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებს.
ისაუბრებენ ნეიროფსიქოლოგები: თამარ გაგოშიძე , მარიამ ხვადაგიანი, შორენა მამუკაძე, ანა ყარაულაშვილი და ოკუპაციური თერაპევტი ლუსი ჯალაღონია.
სადისკუსიო საკითხები:
- კომპიუტერული ტექნიკა და უცხოენოვანი მულტფილმების გავლენა კომუნიკაციის განვითარებაზე
- აუტისტური სპექტრის აშლილობის გავრცელების მომატების მიზეზები
- აუტისტური სპექტრის აშლილობის შესაფასებელი დიაგნოსტიკური სირთულეები
- აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე გარდატეხის ასაკისა და ზრდასრული პირების პრობლემები
შეხვედრის დრო: 3 აპრილი 18:00 საათი.
მისამართი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესამე კორპუსი, აუდიტორია #201, ილია ჭავჭავაძის გამზ. 11.
დასწრება თავისუფალია
« იხ. ყველა სიახლე