2015-10-23
თსუ ფსიქოლოგიის დეპარტამენტმა ბრემენის უნივერსიტეტის ბავშვთა და მოზარდთა კლინიკური ფსიქოლოგიისა და რეაბილიტაციის ცენტრის პროფესორების ლექციებს უმასპინძლა
თეონა ლოდიას ფოტო
5-17 ოქტომბერს თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტმა ბრემენის უნივერსიტეტის პროფესორებს უმასპინძლა. ბრემენის უნივერსიტეტის ბავშვთა და მოზარდთა კლინიკური ფსიქოლოგიისა და რეაბილიტაციის ცენტრის პროფესორებმა - ფრანც პეტერმანმა და ულრიკე პეტერმანმა თსუ ფსიქოლოგიის დეპარტამენტის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის სასწავლო-პრაქტიკული სემინარების სერია გამართეს. სემინარები შემდეგ თემებს შეეხებოდა:
- სოციალური ფობიის დიაგნოსტიკა და თერაპია
- დეპრესიის დიაგნოსტიკა და თერაპია
- ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის დიაგნოსტიკა და თერაპია
- თერაპია აგრესიული ქცევის შემთხვევაში
თეონა ლოდიას ფოტო
პროექტი განხორციელდა გერმანიის აკადემიური გაცვლითი პროგრამის (DAAD) და თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის მხარდაჭერით.
თეონა ლოდიას ფოტო
#research&development
« იხ. ყველა სიახლე