2020-05-04

კონკურსი დოქტორანტთა ყოველსემესტრული დაფინანსების მოსაპოვებლად

თსუ  ფსიქოლოგიისა  და  განათლების  მეცნიერებათა  ფაკულტეტი  აცხადებს  კონკურსს  
დოქტორანტთა  საუნივერსიტეტო  დაფინანსების  მოსაპოვებლად

კონკურსის  მიზანი
თსუ  ფსიქოლოგიისა  და  განალთების  მეცნიერებათა  ფაკულტეტის  5  დოქტორანტის  ერთი  
სასწავლო  სემესტრის  დაფინანსება.
კონკურსის  სამიზნე  ჯგუფი     
თსუ  ფსიქოლოგიისა  და  განათლების  მეცნიერებათა  ფაკულტეტის - II, III, IV,
V,VI სემესტრისდოქტორანტები.
კონკურსში  მონაწილეობას  ვერ  მიიღებენ:
  • პირველი  და  დამატებითი  სემესტრის  დოქტორანტები;
  • დასაფინანსებელ  სემესტრში  სტატუსშეჩერებული  დოქტორანტები;
  • დოქტორანტები,  რომლებსაც   არ  აქვთ  დაფარული  წინა  სემესტრის  სწავლის  საფასური;
  • დოქტორანტები,  რომლებიც ფინანსდებიან  საგრანტო  პროექტის  ფარგლებში;
  • დოქტორანტები,  რომლებიც  ფინანსდებიან  რომელიმე  ორგანიზაციის ფონდის მიერ;
სავალდებულო  დოკუმენტაცია:   
დოქტორანტმა  ფაკულტეტის კანცელარიის ელექტრონულ მისამართზე -
chancellery.pes@tsu.ge -
 (ა/წ 05.05 – 12.05) უნდა  წარმოადგინოს  შემდეგი  დოკუმენტები:
  • განაცხადი  კონკურსში  მონაწილეობის  შესახებ  (დანართი 1);
  • ავტობიოგრაფია  (CV);
  • სამეცნიერო  პუბლიკაციების,  განხორციელებული  სამეცნიერო  –  კვლევითი, კვალიფიკაციის  ასამაღლებელი  და  სასწავლო  აქტივობების  ჩამონათვალი (დანართი 2/შევსებული ცხრილი -მათი  დამადასტურებელი  დოკუმენტაციით). კოლოკვიუმის  ფარგლებში განხორციელებული  აქტივობის  დასადასტურებლად  ცნობის  წარმოდგენა  არ  არის  სავალდებულო;
  • სამეცნიერო  ხელმძღვანელის  შუამდგომლობა;
  • ცნობა  სტუდენტის  სტატუსის  შესახებ;
  • ამონაწერი  სტუდენტის  ბარათიდან  GPA-ის  მითითებით.
მარეგულირებელი  დოკუმენტი: დეკანის ბრძანება
Print

« იხ. ყველა სიახლე