2020-02-24

ფსიქოლოგიის კოლოკვიუმი 2020

ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახური აცხადებს 2020  წლის გაზაფხულის სემესტრის ფსიქოლოგიის კოლოკვიუმში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაციას.


ზოგადი ინფორმაცია

ფსიქოლოგიის კოლოკვიუმი (Psychocoll) არის თსუ-ის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ფსიქოლოგიის დეპარტამენტის სამეცნიერო მოხსენებათა ყოველსემეტრული სერია, რომელსაც ადმინისტრირებას უწევს ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახური.

კოლოკვიუმის მიზანია ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გაცნობა/პოპულარიზება და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში დოქტორანტურის სტუდენტთა ჩართულობის გაზრდა. ამასთანავე, კოლოკვიუმი ღიაა ფსიქოლოგიასა და მომიჯნავე სფეროებში მოღვაწე მკვლევრებისათვის, რომელთა კვლევითი ინტერესებიც ეხება ფსიქოლოგიის აქტუალურ სამეცნიერო პრობლემატიკას.


ფსიქოლოგიის კოლოკვიუმი იმართება ყოველ სამშაბათს 16:00 საათზე. მისამართი: თსუ, III კორპუსი, აუდიტორია #025. 

დასწრება თავისუფალია. კოლოკვიუმის ფორმატი ითვალისწინებს სამეცნიერო დისკუსიას. 


მოთხოვნები

  • მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ ბმულზე მოცემული სააპლიკაციო ფორმა (ვადა: 8 მარტის ჩათვლით).
  • ფსიქოლოგიის კოლოკვიუმზე მომხსენებელი უნდა იყოს დოქტორანტი ან დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი.
Print

« იხ. ყველა სიახლე