2018-12-04

თსუ ფსიქოლოგიის დეპარტამენტის წარმატება


თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი 2019 წელს სასიამოვნო სიახლეებით ხვდება.  ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო აქტივობის შემდეგ, წლის დასასრულიც განსაკუთრებულად ნაყოფიერი აღმოჩნდა.  თსუ ფსიქოლოგიის დეპარტამენტის სახელით შ. რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2018 წლის დოქტორანტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა საგრანტო პროგრამების გამარჯვებული 6 სამეცნიერო პროექტი   გახდა . აღსანიშნავია, რომ 2018 წლის მონაცემებით, ხსენებულ საგრანტო პროგრამებით ფსიქოლოგიის სფეროში დაფინანსებული პროექტების აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ თსუ ფსიქოლოგიის დეპარტამენტის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტებზე ნაწილდება. დაფინანსებული პროექტების შესახებ ინფორმაცია მოცემულია ცხრილში.

პროექტის შიფრი პროექტის სახელწოდება ავტორი დეპარტამენტი პროგრამა ხელმძღვანელი ინსტიტუტი
PHDF‐18‐628 სოციალური   ქსელების გავლენა   სუბიექტური   კარგად ყოფნის   განცდაზე ნინო გუგუშვილი ფსიქოლოგია პოზიტიური ფსიქოლოგია - ემპირიული კვლევები ლილი ხეჩუაშვილი, ასოცირებული პროფესორი პიროვნების, შეფასებისა და კონსულტირების ინსტიტუტი
PHDF‐18‐1532 ხასიათის   სიმტკიცეები პიროვნული   აშლილობის გაგების   ნათელი   მხარე თამარ ქამუშაძე ფსიქოლოგია პოზიტიური ფსიქოლოგია - ემპირიული კვლევები ხათუნა მარწყვიშვილი, ასოცირებული პროფესორი

მაია მესტვირიშვილი, ასოცირებული პროფესორი
პიროვნების, შეფასებისა და კონსულტირების ინსტიტუტი
PHDF‐18‐1832 მიგრაციის   გამოცდილება ორაზროვანი   დანაკარგისა   და ფსიქიკური   მედეგობის ურთიერთმიმართება მარიამ ოდილავაძე ფსიქოლოგია პოზიტიური ფსიქოლოგია - ემპირიული კვლევები ხათუნა მარწყვიშვილი, ასოცირებული პროფესორი

ლილი ხეჩუაშვილი, ასოცირებული პროფესორი
პიროვნების, შეფასებისა და კონსულტირების ინსტიტუტი
PHDF‐18‐1222 ბედისწერა  –  ქართული კულტურული   მოდელი თამარ ჩხაიძე ფსიქოლოგია ფსიქოლოგიური ანთროპოლოგია (ინტერდისციპლინური) ლალი სურმანიძე, პროფესორი კოგნიტური და კლინიკური ნეიროფსიქოლოგია
PHDF‐18‐615 პრობლემური   ქცევისადმი მოწყვლადობის ფსიქოსოციალური ფაქტორები   ქართველ მოზარდებში თინათინ ბანძელაძე ფსიქოლოგია გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგია ლუიზა არუთინოვი, ასოცირებული პროფესორი პიროვნების, შეფასებისა და კონსულტირების ინსტიტუტი
YS-18-2025 კატეგორიული და შედეგობრივი მორალური მსჯელობა: ემოციების როლი ნათია მესტვირიშვილი ფსიქოლოგია ახალგაზრდა მეცნიერი ხათუნა მარწყვიშვილი, ასოცირებული პროფესორი პიროვნების, შეფასებისა და კონსულტირების ინსტიტუტი


წყარო 1.  2018 წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების კონკურსის შედეგები

წყარო 2.  2018 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევითი გრანტების კონკურსის შედეგები

Print

« იხ. ყველა სიახლე