2016-09-28
კოლოკვიუმი 2016 / შემოდგომა: მომხსენებელთა რეგისტრაცია
თსუ ფსიქოლოგიისა და განათელბის მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახური იწყებს 2016 წლის ფსიქოლოგიის კოლოკვიუმის სერიებში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაციას
მოთხოვნები
- თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ან დოქტორანტის სტატუსი
- ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული სამეცნიერო კვლევის შედეგების ამსახველი პრეზენტაცია
- შევსებული სააპლიკაციო განაცხადის ფორმა
რეგისტრაციის ვადები
ფსიქოლოგიის კოლოკვიუმის სერიებში მონაწილეობის მსურველებმა შევსებული სააპლიკაციო განაცხადის ფორმა უნდა გააგზავნონ მეილზე – dimitri.chubinidze@tsu.ge 29 სექტემბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით. (მეილის სათაურის ველში მიუთითეთ: ფსიქოლოგიის კოლოკვიუმების სერია 2016: სახელი და გვარი)
განაცხადის ფორმა
« იხ. ყველა სიახლე