2014-06-09

სტუდენტთა გამოკითხვა წლის საუკეთესო პედაგოგის გამოსავლენად


ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის   2013 წლის 25 ნოემბრის N152-01-01 ბრძანებით გამოცხადდა კონკურსი 2013-2014 სასწავლო წლის საუკეთესო პედაგოგის გამოსავლენად.

წლის საუკეთესო პედაგოგის შერჩევის კრიტერიუმებია:

ა) პედაგოგის ინდივიდუალური ურთიერთობა სტუდენტებთან (კონსულტაცია სალექციო საათების გარეთ, დახმარება სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობისათვის, სტატიების მომზადებისათვის და ა.შ);
ბ) სალექციო მასალის აქტუალურობა;
გ) სალექციო მასალის საინტერესოდ მიწოდება და ლექციის, სამუშაო ჯგუფში მუშაობის, პრაქტიკული თუ ლაბორატორიული მეცადინეობების მაღალ დონეზე გაძღოლა.

გამოკითხვა  ტარდება  ელექტრონულად   სასწავლო პროცესის ელექტრონული მართვის სისტემის  (sms.tsu.ge) საშუალებით.

გთხოვთ  გაეცნოთ  წლის  საუკეთესო პედაგოგის წოდების მინიჭების წესს  (იხ.  ფაილი)



Print

« იხ. ყველა სიახლე