2014-02-17
კონკურსი ფიზიკის და ქიმიის მიმართულების სტუდენტებისათვის აზიის მერვე სამეცნიერო ბანაკში მონაწილეობის მისაღებად
ამა წლის 24-29 აგვისტოს, ნანიანგის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში (სინგაპური) ჩატარდება აზიის მერვე სამეცნიერო ბანაკი, სადაც ლექციებს წაიკითხავენ ცნობილი მეცნიერები და ნობელის პრემიის ლაურეატები ფიზიკასა და ქიმიაში
ცხადდება კონკურსი თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკისა და ქიმიის მიმართულების სტუდენტებისათვის საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობის მისაღებად.
კონკურსში მონაწილეობის მოთხოვნები:
- მაღალი აკადემიური მოსწრება;
- ასაკი 21 წლამდე (2014 წლის აგვისტოს მდგომარეობით);
- ინგლისური ენის ცოდნა (კომუნიკაცია და წერა);
წარსადგენი დოკუმენტების სია:
1. სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე);
2. CV (ინგლისურ ენაზე);
3. ამონაწერი სასწავლო ბარათიდან;
4. პასპორტის ასლი;
საბუთების წარდგენა: თსუ II კორპუსი, ოთახი 108, 24 თებერვლის ჩათვლით.
კანდიდატების შერჩევა მოხდება ინგლისურ ენაზე გასაუბრების შედეგად.
« იხ. ყველა სიახლე