2015-02-13
მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიის და ბიოლოგიის მიმართულებების სტუდენტების საყურადღებოდ!
2015 წლის 2-8 აგვისტოს ტაილანდის სამეფოში გაიმართება „აზიის სამეცნიერო ბანაკი 2015“ , სადაც ლექციებს წაიკითხავენ ნობელის და ფილდსის პერემიების ლაურეატები და ცნობილი მეცნიერები ფიზიკაში, მათემატიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში (http://asc2015.posn.or.th ).
სტუდენტების შერჩევა მოხდება კონკურსის საფუძველზე. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის მიმართულებების სტუდენტებს.
კონკურსში მონაწილეობის მოთხოვნები:
- მაღალი აკადემიური მოსწრება;
- საბაკალავრო პროგრამაზე სწავლების პირველი ან მეორე წელი;
- ინგლისური ენის ცოდნა (კომუნიკაცია, წერა, კითხვა).
წარსადგენი დოკუმენტების სია:
1. სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე);
2. CV (ინგლისურ ენაზე);
3. ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ სემესტრის და საბაკალავრო პროგრამის მითითებით;
4. ამონაწერი სასწავლო ბარათიდან;
5. პასპორტის ასლი.
საკონკურსო დოკუმენტების მიღების ვადები გამოცხადდება უახლოეს დღეებში.
« იხ. ყველა სიახლე