2015-09-16

შეხვედრა DAAD-ს თბილისის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელთან

მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს,11:00 სთ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (1 კორპუსი, მელიქიშვილის სახელობის აუდიტორია/115) შეხვედრას გამართავს DAAD-ს თბილისის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი დოქ. მარტინ პრაქსენტალერი.
 ჰუმანიტარული, ზუსტ და საბუნებისმეტყველო-, სოციალურ და პოლიტიკური-, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა, ასევე იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, დოქტორანტებისთვის, მეცნიერებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვისწარმოდგენილი იქნება DAAD-ს სასტიპენდიო პროგრამები(2016-2017):

•    საზაფხულო ენის კურსი
(მე-2, 3 კურსელი ბაკალავრებისთვის, 1 კურსელი მაგისტრებისთვის);

•    სამაგისტრო პროგრამა ყველა სპეციალობისთვის ;
(მე-4 კურსელი ბაკალავრებისთვის);

•    სადოქტორო პროგრამა (დოქტორანტებისთვის);

•     სამეცნიერო სტაჟირება უნივერსიტეტის პროფესურისთვის
(ხანგრძლივობა 3 თვე)

პრეზენტაცია შედგება ინგლისურ ენაზე. შეკითხვების დასმა შესაძლებელი იქნება  ინგლისურ, გერმანულ და ქართულ ენებზე.

Print

« იხ. ყველა სიახლე