2013-12-23
მათემატიკის დეპარტამენტის სამეცნიერო სემინარის სხდომა
2013 წლის 26 დეკემბერს, ხუთშაბათს 15.00 საათზე, თსუ XI კორპუსში, აუდიტორია №421 შედგება ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მათემატიკის დეპარტამენტის სამეცნიერო სემინარის სხდომა.მოხსენებას თემაზე: „საუკუნის განტოლების“ შესახებ
წაიკითხავს: თამაზ ვაშაყმაძე
(ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორი)
საუკუნის განტოლების შესახებ
სპეციალურ ფუნქციათა აპარატისა და ფადეევ–ლევერიეს მეთოდის მოდიფიკაციით აგებულ იქნა „ საუკუნის განტოლების“ კოეფიციენტებისა და ფესვების–მახასიათებელი რიცხვების პოვნის ალგორითმი, რომელიც უზრუნველყოფს სქემის მიმართ ოპტიმალობას საჭირო არითმეტიკული ოპერაციების მინიმალური რიგისა და მთელი და წილადი ნაწილების ნიშნადი ციფრების იმედიანობას 1500 ერთეულით.« იხ. ყველა სიახლე