2019-04-05

ლექციათა ციკლი თემაზე:"ჰარმონიული ანალიზის კლასიკური ოპერატორები მორის სივრცეებში"

თსუ მათემატიკის დეპარტამენტში, მიმდინარე წლის 30 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით  (ყოველდღიურად), პორტუგალიის ავეირუს უნივერსიტეტის
პროფესორი ალეშანდრე ალმეიდა, ერაზმუსის პროგრამის ფარგლებში, წაიკითხავს ლექციათა ციკლს თემაზე: "ჰარმონიული ანალიზის კლასიკური ოპერატორები მორის სივრცეებში".

ლექციები ჩატარდება თსუ მე-11 (ყოფილი ბიოლოგების) კორპუსის  აკად. ვ. კუპრაძის სახელობის #421 აუდიტორიაში 16:00 - 18:00 საათებში.



Print

« იხ. ყველა სიახლე