2016-02-15

ინფორმაცია სტუდენტთა სამეცნიერო აქტივობის შესახებ

"სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” პროგრამის ფარგლებში სტიპენდიების მინიჭების საფაკულტეტო წესის შესაბამისად სტატიებისა და კონფერენციების ქულათა რანჟირება

სამეცნიერო ნაშრომები:

პუბლიკაციები ქართულ და უცხოურ ბეჭდურ, ან ელექტრონულ რეცენზირებად/რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალებში ფასდება 3 ქულით.

საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების გამოცემებში გამოქვეყნებული ბეჭდური ან ელექტრონული პუბლიკაციები შეფასდება 2 ქულით.

სამეცნიერო ჟურნალების სია, რომლებშიც სტატიის გამოქვეყნება სტუდენტებს უპირობოდ ჩაეთვლებათ:

  • „ახალგაზრდა მკვლევართა ჟურნალი" (http://jyr.tsu.ge)
  • „ინტელექტუალი“ (http://www.inteleqtuali.ge)
  • „ჟურნალისტური ძიებანი“ (არაელექტრონული ჟურნალი)
  • „მოამბე“ (არაელექტრონული ჟურნალი)
  • „მაცნე“(არაელექტრონული ჟურნალი)
  • „საზრისი“(არაელექტრონული ჟურნალი)
  • „მეცნიერება და ტექნოლოგიები“ (არაელექტრონული ჟურნალი)
  • „Academia“(არაელექტრონული ჟურნალი)
  • „ქართული პოლიტიკა“ (http://www.georgianpolitics.com/)
  • „კავკასიის მაცნე“ (http://www.ciu.edu.ge/page/samecniero_jurnalebi)
  • „კავკასიის ეკონომიკური სამკუთხედი“ (არაელექტრონული ჟურნალი)
  • E-International Relations (E-IR) (http://www.e-ir.info/)

შენიშვნა: ცალკეულ/სხვა შემთხვევებზე იმსჯელებს კომისია;

კონფერენციები:

1. საუნივერსიტეტო და საერთაშორისო სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობა ფასდება 3 ქულით.
2. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ ორგანიზებულ საფაკულტეტო სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობა ფასდება 2 ქულით.
3. საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების მიერ ორგანიზებულ სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობა ფასდება 1 ქულით;
4. ორგანიზაციების ნუსხა, რომელთა მიერ ჩატარებულ კონფერენციებში მონაწილეობას ფაკულტეტი ასევე უპირობოდ აღიარებს და აფასებს 1 ქულით:

  • საქართველოს ზრდასრულთა განათლების ასოციაცია
  • საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და
  • ინტელექტუალური   განვითარების ცენტრი
  • ასოციაცია "მწვანე ალტერნატივა"
  • ფრიდრიხ ებერტის ფონდი
  • სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი
  • „ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოება“
  • „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“
  • "ღია საზოგადოება-საქართველო"
  • ჰაინრიხ ბიოლის ფონდი
  • CENN
  • ეფექტიანობის გაუმჯობესების საერთაშორისო საზოგადოება
  • საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები

შენიშვნა: ცალკეულ/სხვა შემთხვევებზე იმსჯელებს კომისია;

Print

« იხ. ყველა სიახლე