2018-03-30

VI საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „სივრცე, საზოგადოება, პოლიტიკა“

21-23 ივნისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით ტარდება VI საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „სივრცე, საზოგადოება, პოლიტიკა“. 

კონფერენცია ეძღვნება უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს.

საკონფერენციო თემების აბსტრაქტები მიიღება: საზოგადოებრივი გეოგრაფიის, პოლიტიკური მეცნიერების, საერთაშორისო ურთიერთობების, სოციოლოგიის, სოციალური მუშაობის, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის, დემოგრაფიის, ეკონომიკის, რეგიონული და ნაციონალური კვლევების, გლობალიზაციის, ანთროპოლოგიისა და სოციალური ფსიქოლოგიის სფეროებიდან.

აბსტრაქტები მიიღება 2018 წლის 30 აპრილის ჩათვლით ელფოსტაზე: socpol.science@tsu.ge

კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური, რუსული

საკონტაქტო ინფორმაცია: socpol.science@tsu.ge
დეტალური ინფორმაცია იხილეთ კონფერენციის ვებგვერდზე

Print

« იხ. ყველა სიახლე