2018-05-16

მიზნობრივი სამეცნიერო–კვლევითი პროგრამის ფარგლებში შემოსული პროექტების შემფასებელი საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება


ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიზნობრივი სამეცნიერო–კვლევითი  პროექტების შემფასებელმა საკონკურსო კომისიამ ა.წ. 16 მაისს სხდომაზე ფარული კენჭისყრის შედეგად მიიღო  გადაწყვეტილება:

კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდეს შემდეგი პროექტი:
  • „საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზოლის (ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ნაწილი) განვითარების პოტენციალის შეფასება ლურჯი ეკონომიკის პრინციპებზე დაყრდნობით,“ 85 ქულა, 14 820 ლარი;

სულ - 14820 ლარი

ორი პროექტი – „სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ სოციალური შედეგები და მიზეზები“ 75 ქულა და „სამოქალაქო საზოგადოების როლი კონკურენტური ავტორიტარიზმიდან ელექტორალურ დემოკრატიაზე გადასვლის პროცესში: საქართველოს მაგალითი“ 73.8 ქულა დაფინანსდეს პირობით, ბიუჯეტის მნიშვნელოვანი კორექტირების მოთხოვნით. გადაწყვეტილება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ამ პროექტების ბიუჯეტების ჯამი აღემატება მთლიანად პროექტების დასაფინანსებელ თანხას – 22 380 ლარს 4320 ლარით. კომისიის მიერ პროექტის ბიუჯეტების შეფასების შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ პროექტებს გააჩნია ბიუჯეტის კორექტირების პოტენციალი.

კომისიის გადაწყვეტილებით, დარჩენილი 1 პროექტი  არ ფინანსდება.


საკონკურსო კომისია
Print

« იხ. ყველა სიახლე