2018-11-29

ასოცირებული პროფესორის ლია წულაძის საჯარო ლექცია "დისკურსი, როგორც სოციალური რეალობის კონსტრუირების ინსტრუმენტი და მისი ანალიზი"

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე გრძელდება საჯარო ლექციათა ციკლი „სოციალური და პოლიტიკური ტრანსფორმაცია: საქართველო ფოკუსში.“

6 დეკემბერს, 17:00 სთ-ზე, სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულების ასოცირებული პროფესორი ლია წულაძე წაიკითხავს ლექციას თემაზე: "დისკურსი, როგორც სოციალური რეალობის კონსტრუირების ინსტრუმენტი და მისი ანალიზი."

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 8, თსუ VI კორპუსი, 303-ე აუდიტორია

Print

« იხ. ყველა სიახლე