2019-12-10

ცხადდება კონკურსი „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს”


2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში პროგრამის 

„სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს”

(თსუ -ის რექტორის  2019 წლის 10 დეკემბრის N 306/01-01ბრძანება)  ფარგლებში სტიპენდიის მოსაპოვებლად
  
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს  II - VIII  სემესტრის სტუდენტს, რომელსაც 2018 - 2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში დარეგისტრირებულ საგნებში დაგროვებული აქვს არანაკლებ  30 კრედიტისა.
შერჩევის პროცესში მონაწილეობის  მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:  
  1. განცხადება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის სახელზე  (იხ. განცხადების ფორმა );
  2. პირადობის მოწმობის ასლი;
  3. საბანკო ანგარიშის ნომრის  ამონაწერი  „საქართველოს ბანკიდან“; 
  4. 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის აკადემიური მოსწრების ფურცელი ამობეჭდილი  სტუდენტის  პირადი  ბარათიდან და დამოწმებული მიმართულების სპეციალისტის მიერ;
  5. 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში (2019 წლის 4 თებერვლიდან  2019 წლის 31ივლისის ჩათვლით) გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომის/ ნაშრომების ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში; 
  6. 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში  (2019 წლის 4 თებერვლიდან  2019 წლის 31ივლისის ჩათვლით) სამეცნიერო სტუდენტურ კონფერენციებში მონაწილეობის/გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები (დათარიღებული სერტიფიკატი, პროგრამა ან ცნობა), ასეთის არსებობის შემთხვევაში. თუ წარმოდგენილი დოკუმენტით არ დგინდება სამეცნიერო სტუდენტური კონფერენციის ჩატარების ზუსტი თარიღი, შერჩევის პროცესში დოკუმენტი არ იქნება მხედველობაში მიღებული); 
  7. უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია თარგმნილი ქართულ ენაზე და დამოწმებული ნოტარიალურად.

საბუთების მიღება იწარმოებს მიმდინარე წლის    11-13 დეკემბერს, 09:00 სთ-დან 17:30 სთ-მდე  თსუ V Iკორპ. ოთახი № 201  
პირველადი  შედეგები: 17 დეკემბერს.
აპელაცია:  17 დეკემბერს,  12:00 სთ-დან 15:00 სთ-მდე. VI კორპუსი, ოთახი №  201
საბოლოო შედეგები: 17 დეკემბერს,  18 :00 საათზე.

გისურვებთ  წარმატებებს !

Print

« იხ. ყველა სიახლე