სტუდენტური თეატრი “სხვენი”



სტუდენტური თეატრი "სხვენი"


2000 წლის 15 სექტემბერს რეჟისორების - გიორგი გომურაშვილის, მამუკა გურჩიანისა და სამხატვრო ხელმძღვანელის - თენგიზ ყურაშვილის ინიციატივით, დაარსდა თსუ პლასტიკის თეატრი "სხვენი" თსუ სააქტო დარბაზის სხვენი კულტურის ცენტრის ხელშეწყობითა და მსახიობების ძალისხმევით იქნა გარემონტებული. სახელწოდებაც ადგილმდებარეობის მიხედვით შეირჩა.

რეჟისორ გ. გომურაშვილის მიერ პანტომიმის ჟანრში დაიდგა ვაჟა-ფშაველას "სტუმარ-მასპინძელი" ამას მოჰყვა ნოველებზე  აგებული  "ბალაგანი" (2002 წ)  და  "მხიარული ნოველები"  (2003 წ)  დ. კლდიაშვილის "სამანიშვილის დედინაცვალი" (2004 წ) "შვიდი იუმორესკა" (2005 წ)

დრამატულ ჟანრში კი ლ. თაბუკაშვილის პიესის მიხედვით დაიდგა პირველი სპექტაკლი "ჭრილობა" (2008 წ) თეატრი აქტიურად იღებს მონაწილეობას ყველა საუნივერსიტეტო ღონისძიებაში. სენტ – ეგზიუპერის  "პატარა უფლისწული" რეჟისორი - გიორგი გომურაშვილი. (2009 წ)