გოგონათა ტრადიციული მუსიკის ანსამბლი “თსუ-გორდელა”

G O R D E L A

 

 


" თსუ – გორდელა" ჩამოყალიბდა 2007 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და მასში გაერთიანებულია თსუ-ს სხვადასხვა ფაკულტეტის 11 სტუდენტი გოგონა.
ანსამბლის რეპერტუარი მოიცავს მელოდიების ფართო სპექტრს, რომელსაც მივყევართ ადრეულ შუა საუკუნეებამდე და ამასთანავე პირვანდელი სახით ინარჩუნებს საქართველოში საუკუნეების განმავლობაში შემონახულ სულიერებით აღსავსე, უძველესი წარმომავლობის მქონე თვითმყოფად და გამორჩეულ მუსიკალურ კულტურას. ანსმბლის მიერ შესრულებული ქართული ტრადიციული მუსიკა არანჟირებულია ანსამბლის ხელმძღვანელის, ვლადიმერ (თამაზ) მამალაძის მიერ. ანსამბლი ასრულებს მრავალხმიან ხალხურ სიმღერებს, როგორც ა-კაპელა, ასევე ინსტრუმენტების თანხლებით. მისი წევრები უკრავენ უძველეს ქართულ ხალხურ საკრავებზე: სიმებიანი – ფანდური, ჩონგური, ჭუნირი, ჩანგი; ჩასაბერი – სალამური, ჭიბონი, ლარჭემი; დასარტყმელი – დოლი, დაირა; ასევე გარმონი.
მიუხედავად არსებობის მცირე პერიოდისა, ანსამბლმა სწრაფად მოიპოვა პოპულარობა, ანსამბლი არის სხვადასხვა ფესტივალის ლაურეატი, რაც მისი წევრების მაღალი პროფესიონალიზმის დამსახურებაა. 



http://www.gordela.com

https://www.fb.com/gordela.tsu