თსუ-ს მუსიკალური ბენდი TSU ART

TSU ART

ბენდი ჩამოყალბიდა 2011 წლის მარტში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე. თავდაპირველად ბენდი შედგებოდა 6 წევრისგან : 3 პერკუსია , ბას გიტარა , სოლო გიტარა და დრამი. 2012 წელის ივნისში ბენდი დატოვა დრამერმა და მის ნაცვლად ბენდს დაემატა Dj/Producer – A2K და ვოკალისტი / მუსიკოსი აჩო ზამბახიძე .  

ბენდის დებიუტი შედგა საქართველოს 2011 წლის სტუდენტურ დღეებზე , შემდეგ იყო არტ გენი 2011“ და სხვადასხვა საქველმოქმედო კონცერტები. ხოლო წლის ბოლოს სოლო კონცერტი კლუბ ტრიუმფში “.

2012 წელს ბენდმა წარმატებით მიიღო მონაწილეობა პროექტ ნიჭიერში სადაც გავიდა ფინალში და გახდა ჯეოსელის და „Prime Time”- ის რჩეული . 2012 წლის განმავლობაში ბენდმა მიიღო მონაწილეობა სხვადასხვა სატელევიზო შოუებში და კონცერტებში საქართველოს სხვადასხვა  რეგიონში.