2011-02-01

თსუ-მ საქართველოს თასის ნახევარფინალში დასანანი მარცხი განიცადა




















30 იანვარს თსუ-მ საქართველოს თასის ნახევარფინალში შსს-თან დასანანი მარცხი განიცადა. საფინალო სირენამდე 2 წამით ადრე ანატოლი ბოისამ ოქროს სამქულიანი ჩააგდო და თსუ  ერთ ქულიანი სხვაობით 67:66 დამარცხდა. წაგება გარკვეულწილად მსაჯის არაკომპეტენტურობის ბრალიც იყო. გთავაზობთ სუპერ ლიგის ოფიციალურ ვებ გვერდზე განთავსებულ ინფორმაციას



"საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მსაჯთა კომიტეტის გაფართოებული სხდომის გადაწყვეტილება.
სხდომას ესწრებოდნენ: მსაჯთა კომიტეტის, სუპერლიგის დირექტორატის და სადისციპლინო კომისიის წევრები. მიმდინრე წლის 30 იანვარს საქართველოს თასის ნახევარფინალური მატჩის მსვლელობისას, თ.ს.უ–სა და ,,არმიის“ გუნდებს შორის (ქ.რუსთავის სპორტდარბაზი), მსაჯმა ზაზა მაჩალაძემ მიიღო რამდენიმე არასწორი გადაწყვეტილება, რომლებმაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონიეს თამაშის მსვლელობაზე, რასაც ადასტურებენ დამსწრე სპეციალისტები და აგრეთვე კომისრის მოხსენებითი ბარათი.

აღნიშნულის გამო კომიტეტი აუცილებლად მიიჩნევს, რომ არბიტრი ზაზა მაჩალაძე, რომელსაც თასის გათამაშების ფინალური მატჩი უნდა ემსაჯა, მოხსნილი იქნეს აღნიშნული შეხვედრიდან, ხოლო მის მიმართ ჩასატარებელი სანქციების საკითხი განიხილება სპეციალურ სხდომაზე მიმდინარე წლის 3 თებერვალს"




Print

« იხ. ყველა სიახლე