2013-07-04

გოგი დოლიძის ხსოვნის საღამო თსუ-ში

გოგი დოლიძის ხსოვნის საღამო თსუ-ში

7 ივლისს, 16.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გოგი დოლიძის ხსოვნის საღამო გაიმართება. საღამოზე გოგი დოლიძის მეგობრები და ქართული ესტრადის წარმომადგენლები - ეკა მამალაძე, ნუკრი კაპანაძე, დათუნა სირბილაძე, „ქართული ხმები“, „უნივერსიტეტი“, „თსუ გორდელა“, „სეფას ბიჭები“ და სხვები ქალაქურ და ხალხურ სიმღერებს შეასრულებენ. საღამოს წაიყვანს გია ჭირაქაძე.
ღონისძიება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით იმართება.

დასწრება თავისუფალია.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზი
Print

« იხ. ყველა სიახლე