2010-01-06

თანამშრომელთა შვილებისთვის და სტუდქალაქში მცხოვრები დევნილებისთვის გამართული კარნავალი

კულტურისა და სპორტის ცენტრის ორგანიზებით, 4 და 5 იანვარს „გუდ–ფუდში“ გაიმართა საახალწლო ზეიმი თსუ–ს თანამშრომელთა შვილებისათვის, სადაც მოწვეულები იყვნენ სტუდქალაქში მცხოვრები დევნილები სამხრეთ ოსეთიდან და სამაჩაბლოდან. ბავშვების გართობაზე თსუ–ს თეატრალური დასის მსახიობებმა იზრუნეს, რომლებიც სხვდასხვა ზღაპრის ფორმებში იყვნენ გამოწყობილები. კარნავალში მონაწილეობდნენ აგრეთვე თსუ–ს ხალხურ საკრავთა ანსამბლი თსუ–გორდელა და ქორეოგრაფიული ანსამბლი უნივერსიტეტი. ბავშვებს საჩუქრად ტკბილეული და ნაძვის ხის სათამაშოები დაურიგდათ. კარნავალში 550 –მდე ბავშვმა მიიღო მონაწილეობა.









Print

« იხ. ყველა სიახლე