2017-01-16

ფუტსალის ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება

მნიშვნელოვანი სიახლე ზოგადად ქართული სპორტის და ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ძალისხმევისა და UEFA-ს გადაწყვეტილებით, ფუტსალის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი გაიმართება თბილისში, სადაც, რა თქმა უნდა, საქართველოს ფუტსალის ნაკრებიც იღებს მონაწილეობას.
10 იანვარს ჩვენმა ნაკრებმა დაიწყო მომზადება შესარჩევი ეტაპისთვის, რომელიც 24, 25 და 27 იანვარს გაიმართება თბილისში, ახალ სპორტის სასახლეში. ჯგუფში, სადაც ჩვენი ნაკრები იღებს მონაწილეობაც , ჩვენთან ერთად იასპარეზებს : ისრაელის, შოტლანდიის და შვეიცარიის ნაკრებები.  
მოგეხსენებათ ფუტსალში ბოლო პერიოდში გამართული ჩემპიონატების (რომელიც ქვეყნის ფარგლებში ჩატარდა) სტატისტიკა, სადაც აშკარად თსუ-ის გუნდი დომინირებს. სწორედ ამიტომ, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების ძირითადი შემადგენლობაც თსუ-ის გუნდის მოქმედი და ყოფილი წევრებისგან არის დაკომპლექტებული. აქვე აღსანიშნავია ნაკრების ახალწვეული, ნიკა კურტანიძე, რომელიც თსუ-ის ფუტსალის სტუდენტური გუნდის წევრი და ამავდროულად ჩვენი სტუდენტია. ნაკრების კაპიტანი, დავით ბობოხიძე, რომელიც არის თსუ-ის სტუდენტური გუნდის მთავარი მწვრთნელი. გარდა ზემოთ აღნიშნული მოთამაშეებისა გაგაცნობთ ნაკრების სხვა წევრებს, რომლებიც არიან თსუ-ის ყოფილი ფეხბურთელები: შოთა ჭანუყვაძე, ლევან კობაიძე, ბუთა კაკაბაძე, ზურაბ ლუკავა, შოთა თოფურია, ირაკლი თოდუა, კახა მაისაია, არჩილ სებისკვერაძე, ჯაბა ჯამბურია.

გამომდინარე ზემოთ აღნიშნულიდან, აშკარაა თსუ-ის ყოფილი მოთამაშეების წვლილი ჩვენს ეროვნულ ნაკრებში, სწორედ ამიტომ მოგიწოდებთ თითოეულ უნივერსიტეტელს, რომ აქტიურად დავუჭიროთ მხარი ჩვენი გუნდის წარმატებას

Print

« იხ. ყველა სიახლე