თსუ სუპერლიგაში II ადგილზე გავიდა!
15 აპრილს ქუთაისში გაიმართა სუპერლიგა 2011 -ის ბოლო 12 ტურის თამაში თსუ-სა და ქუთაისის გუნდებს შორის. თამაში მასპინძლების გამარჯვებით 100-82 დასრულდა. I ადგილზე მყოფმა არმიამ კი ენერჯი ინვესტი 83-64 დაამარცხა და I ადგილზე გავიდა.გთავაზობთ სუპერლიგა 2011 საბოლოო ცხრილს
სატურნირო მდგომარეობა | |||||
გუნდი | თ. | მ/წ | ბურთები | ქულა | |
1 | არმია | 20 | 18 / 2 | 1747 / 1365 | 38 |
2 | თსუ | 20 | 16 / 4 | 1869 / 1627 | 36 |
3 | ქუთაისი | 20 | 15 / 5 | 1647 / 1460 | 35 |
4 | შსს | 20 | 14 / 6 | 1741 / 1524 | 34 |
5 | სოხუმი | 20 | 12 / 8 | 1622 / 1493 | 32 |
6 | თსსუ | 20 | 8 / 12 | 1494 / 1477 | 28 |
7 | სტუ | 20 | 7 / 13 | 1586 / 1693 | 27 |
8 | ენერჯი | 20 | 7 / 13 | 1395 / 1538 | 27 |
9 | ბათუმი | 20 | 6 / 14 | 1528 / 1656 | 26 |
10 | სსაუ | 20 | 5 / 15 | 1414 / 1646 | 25 |
11 | დინამო | 20 | 2 / 18 | 1367 / 1931 | 22 |
რამდენიმე დღეში დაიწყება პლეი ოფების სერია.
პლეი ოფში გასული 8 გუნდი მეოთხედფინალში დაწყვილდება: პირველ ადგილზე გასული გუნდი მერვეს შეხვდება, მეორე – მეშვიდეს, მესამე – მეექვსეს და მეოთხე – მეხუთეს. მეოთხედფინალურ სერიაში გამარჯვება ორ მოგებამდე იქნება, ხოლო მომდევნო, ნახევარფინალური სერიიდან ფინალში რომ გადავიდეს, გუნდმა 3 გამარჯვება უნდა მმოიპოვოს. საჩემპიონო სერიაც სამ გამარჯვებამდე იქნება.
პლეი ოფის პირველი წრიდან (მეოთხედფინალიდან) გავარდნილი გუნდები 4–8
ადგილებს გაითამაშებენ, ხოლო ნახევარფინალში წაგებულები, შესაბამისად – მესამე
ადგილისთვის შეერკინებიან ერთმანეთს. პლეი აუტში ყველა დაპირისპირება ერთმატჩიანი
იქნება.
ამრიგად თსუ პლეიოფში მე-7 ადგილზე გასულ სტუ-ს დაუპირისპირდება.
ვულოცავთ თსუ- გუნდს და მათ გულშემატკივარს ასეთ დიდ წარმატებას!
« იხ. ყველა სიახლე