2016-06-13

თსუ ჩემპიონია

გილოცავთ, თსუ-ს ფუტზალის გუნდი საქართველოს ჩემპიონია!
10 ივნისს ახალ სპორტის სასახლეში გაიმართა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ფინალი ფუტზალში, სადაც ერთმანეთს თსუ და თელასი დაუპირისპირდა.  
თსუ-მ მოწინააღმდეგე 1:0 დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვა.  
აღნიშნულ მატჩს თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელი დარეჯან თვალთვაძე, თსუ ადმინისტრაციის წარომადგენლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
თამაშის ბოლოს დასახელდა საუკეთესო მოთამაშეები თსუ-დან:
საუკეთესო მეკარე ალექსანდრე ჯამბურია  
საუკეთესო თავდამსხმელი ლაშა სიგუნავა
საუკეთესო ფეხბურთელი გიორგი ნიკვაშვილი
ვულოცავთ თსუ-ს სახელით ჩვენს ჩემპიონებს გამარჯვებას და ვუსურვებთ კიდევ მრავალ წარმატებას!

Print

« იხ. ყველა სიახლე