2017-10-30

ბიზნეს ლიგა

თსუ-ჰიუნდაიმ ბიზნეს ლიგაზე პირველი შეხვედრა, საქართველოს უნივერსიტეტის გუნდთან (FC UG) ფრედ - 1-1 დაასრულა.

ბიზნეს ლიგა, გარკვეულწილად, განსხვავდება სტუდენტური ჩემპიონატისგან, მაგალითად, მეკარის გარდა, მოედანზე ოთხის ნაცვლად, ხუთი ფეხბურთელი თამაშობს, რაც სივრცეს ამცირებს და შესაბამისად, ჩვენს სპორტსმენებს გაუჭირდათ თამაშის ჩვეულ სტილში წარმართვა. ამასთან ერთად, ბიზნეს ლიგაზე გუნდს ორი ლიდერი, ნიკოლოზ კურტანიძე და მიხეილ თევზაძე ვერ ეხმარებიან, რადგან ისინი, ამ ჩემპიონატში, F C PSP-ს შემადგენლობაში გამოდიან.

აღსანიშნავია, რომ FC UG-ს კარში გოლი, ახალწვეულმა მოთამაშემ, ზურაბ ჯინჭარაძემ გაიტანა


ოქმი

Print

« იხ. ყველა სიახლე