2015-04-24

თსუ - სეუ (სტუდენტური ლიგის ნახევარფინალი)

ორშაბათს, 27 აპრილს, საკალათბურთო აკადემიის დარბაზში გაიმართება სტუდენტური საკალათბურთო ლიგის მესამე, გადამწყვეტი, ნახევარფინალური მატჩი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის გუნდებს შორის.

შეგახსენებთ, რომ პირველი 2 დაპირისპრების შედეგი არის 1-1 და შესაბამისად, ორშაბათს გამოვლინდება ფინალისტი.

შეხვედრა დაიწყება 13:30 საათზე.
ერთად ვუგულშემატკივროთ თსუ-ს!

Print

« იხ. ყველა სიახლე