2017-03-15

თსუ-ჰიუნდაი - ტიტები

15 მარტს, ახალი სპორტის სასახლის საკალათბურთო დარბაზში, გაიმართა საკალათბურთო ჩემპიონატის ა ლიგის მე-8 ტურის მატჩები, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი ,,თსუ-ჰიუნდაი“ და საკალათბურთო კლუბი ,,ტიტები“. მატჩი 84:75 უნივერსიტეტის გუნდის გამარჯვებით დასრულდა.
შეხვედრაში გადამწყვეტი გამოდგა თამაშის მე-2 და მე-3 მეოთხედები, სადაც თსუ-მ მოიპოვა გადამწყვეტი უპირატესობა და შეხვედრა დაასრულა გამარჯვებით.
ანგარიში მეოთხედების მიხედვით :
ტიტები 23 19 15 18 75  
თსუ-ჰი 21 22 27 14 84  
მატჩში ყველაზე მეტი, 24 ქულა დააგროვა თსუ-ჰიუნდაის ლეგიონერმა მოთამაშემ, კრისტოფ ანდერსონმა.

ამ გამარჯვებით უნივერსიტეტის გუნდმა დააგროვა რა 12 ქულა დამკვიდრდა მე-4 ადგილზე და ჩემპიონატის ლიდერ ,,არენა 76" ს ჩამორჩება მხოლოდ ერთი ქულით, აქვე აღსანიშნავია ის ფაქტი რომ უნივერსიტეტის გუნდს მარაგში დარჩენილი აქვს ერთი მატჩი.

Print

« იხ. ყველა სიახლე