2015-04-17

თსუ - ეთა

16 აპრილს, ქალაქ გორში, თავდაცვის აკადემიის ბაზაზე გაიმართა სარაგბო შეხვედრა თსუ-ის სტუდენტურ გუნდსა და მეორე ლიგაში მოასპარეზე ეროვნული თავდაცვის აკადემიის გუნდს (ეთა) შორის. თსუ-ის რაგბის გუნდმა ღირსეული გამარჯვება მოიპოვა, ანგარიშით 34-10. მივულოცოთ და წარმატებები ვუსურვოთ ჩვენ მორაგბეებს!

Print

« იხ. ყველა სიახლე