2010-06-07

საქართველოს თასის გათამაშება ათლეტიზმში 2010

5.06.10   ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსის  დარბაზში გაიმართა საქართველოს თასის გათამაშება ათლეტიზმში.

თსუ ათლეტიზმის ნაკრებმა გუნდმა 13 ოქროს და 3 ვერცხლის მედალი მოიპოვა და საქართველოს თასი დაისაკუთრა

ოქროს მედლები მოიპოვეს თსუ სტუდენტებმა: 

ლევან ციციშვილმა  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი  (90 კგ. კატეგორია)
სტეფანე წიკლაურმა იურიდიული ფაკულტეტი (110 კგ. კატეგორია)  

მსოფლიო ჩემპიონმა და რეკორდსმენმა ბიცეპსებით წონის აწევაში ლევან ციციშვილმა  საქართველოს თასის გათამაშებაზე თავისივე მსოფლიო რეკორდი 2,5 კგ–ით გააუმჯობესა და 100 კგ დაძლია

თსუ დაცვის თანამშრომელმა
ზაურ ჯავახიშვილმა  (67,5 კგ. კატეგორია) საქართველოს  ახალი რეკორდი დაამყარა  192,5 კგ აჭიმა და ოქროს მედალი მოიპოვა
Print

« იხ. ყველა სიახლე