2017-04-10

ევრო 2018

საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის 2018 წლის ჩემპიონატზე გასასვლელად ბრძოლას განაგრძობს, პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის დამაჯერებლად დაძლევის შემდეგ, ავთანდილ ასათიანის გუნდს ე.წ. "სიკვდილის ჯგუფში" უწევს ასპარეზობა, სადაც ჩვენი მეტოქეები ბელორუსი, ჰოლანდია და იტალია არიან.
ბელორუსთან და ჰოლანდიასთან ჩვენმა ნაკრებმა  
ფრედ (ორივე შეხვედრის ანგარიში 1-1) ითამაშა და ამჟამად ორი ქულით მესამე ადგილზე იმყოფება.
გადამწყვეტი იქნება მესამე ტურის მატჩი, რომელიც 11 აპრილს 18:00 საათზე   გაიმართება იტალიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ. გამარჯვების შემთხვევაში ჩვენი გუნდი ევრო 2018-ზე იასპარეზებს!
თსუ-ს, როგორც ვიცით, დიდი წვლილი მიუძღვის სპორტის ამ სახეობის განვითარებაში. ჩვენი ყოფილი და ახლანდელი მოთამაშეები ნაკრების რიგებს მოდმივად ავსებენ,
ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია შევავსოთ ტრიბუნები 11 აპრილს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში (ახალი სპორტის სასახლე) და დავეხმაროთ ჩვენს გუნდს იტალიური ბარიერის დაძლევაში.
გისურვებთ გამარჯვებას და გელით სამშაბათს ნაკრების თამაშზე!
Print

« იხ. ყველა სიახლე