2017-06-06

ფუტსალი თსუ - სეუ

მორიგი შეხვედრა დაასრულა გამარჯვებით თსუ-ის ფუტსალის გუნდმა.  
დავით ბობოხიძის გაწვრთნილ გუნდს, მიმდინარე სეზონში, ყველა შეხვედრა მოგებული აქვს.  
ამჯერად, ჩვენმა სტუდენტებმა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის გუნდი დაამარცხეს ანგარიშით 4-2 და სატურნირო ცხრილს დამაჯერებლად ლიდერობენ.  
მომდევნო შეხვედრას თსუ-ის გუნდი ორშაბათს, 12 ივნისს გამართავს, სადაც ჩვენი მეტოქე, ცხრილის მეორე ადგილოსანი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იქნება.  
ტრადიციული დაპირისპირება, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, 15:00 საათზე დაიწყება.
 

Print

« იხ. ყველა სიახლე