2017-07-17

ევრო უნივერსიადის ნახევარ ფინალი

დღეს, თბილისის დროით 16:00 საათზე თურქეთის ქალაქ ჩორუმში თსუ ნახევარფინალურ დაპირისპირებაში ჩაერთვება პოლონეთის ჩემპიონ, ზიელონის უნივერსიტეტთან. 
პოლონელები შესანიშავად გამოიყურებოდნენ ჯგუფურ ეტაპზე და ამ შეხვედრაშიც, ფავორიტებად სწორედ ისინი მიიჩნევიან. 
უძლიერეს მეტოქესთან მატჩს, გუნდის ლიდერი, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი ნიკა კურტანიძე ვერ ჩაატარებს, ორი ყვითელი ბარათის გამო. 
თსუ-ის გუნდს ძალიან მძიმე დაპირისპირება ელის, თუმცა ვიმედოვნებთ, ჩვენი სტუდენტები კიდევ ერთხელ გააოცებენ ევროპული ფუტსალის სამყაროს და მოახერხებენ ჩემპიონატის ფინალში გასვლას. 
კიდევ ერთხელ, დიდი სიამოვნებით შეგახსნებთ, ჩვენი გუნდი დაუმარცხებელია, ამ სეზონში, ყველა ტურნირზე

იხილეთ სტატია
Print

« იხ. ყველა სიახლე