2018-02-28

ზამთრის უნივერსიადა 2018

საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაცია, 2 - 4 მარტს, დაბა ბაკურიანში, ატარებს ზამთრის უნივერსიადა 2018-ს.
უნივერსიადა ჩატარდება შემდეგ სახეობებს შორის:
1. სათხილამურო კროსი და გიგანტური სლალომი (თითოეული უმაღლესი სასწავლებლიდან 2 ვაჟი და 2 გოგონა)
2. სნოუბორდ კროსი (თითოეული უმაღლესი სასწავლებლიდან არაუმეტეს 4 ვაჟი)

აღნიშნული სახეობების მოქმედი სპორტსმენები მობრძანდით თსუ-ის კულტურისა და სპორტის დეპარტამენტში (I კორპუსი, ოთახი 328) 
რეგისტრაციის ბოლო დღე - 28 თებერვალი 18:00 საათი.

უპირატესობა მიენიჭება სტუდენტებს, რომლებიც წარმოადგენენ აღნიშნულ სახეობებში მიღწეული წარმატებების დამადასტურებელ დოკუმენტაციას.

Print

« იხ. ყველა სიახლე